|
2020-04-16 21:15:18, 1612 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ჩიქოვანი - ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით
"ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. "ხვალიდან შეზღუდვები წესდება სასაფლაოებზე შესვლასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ თითოეულმა მოქალაქემ, კერძო სექტრმა, ბიზნესმა, რელიგიურმა ორგანიზაციებმა, ყველამ ზედმიწევნით არ შევასრულეთ კანონი, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, ეს აუცილებლად გახდება ამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამწვავების მიზეზი და ჩვენ მოგვიწევს უახლოეს მომავალში ზომების უკიდურესი გამკაცრება, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით სრული კარანტინის გამოცხადებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გამოიჩინეთ მაღალი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდით როგორც თქვენს, ასევე სხვის ჯანმრთელობას და დარჩით სახლში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)