|
2020-04-16 12:27:51, 1117 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: ოპოზიციის არაერთი უსუსური მცდელობის მიუხედავად, მთავრობა, ჩვენი სახელმწიფო, ხალხთან ერთად აუცილებლად გამოვა გამარჯვებული
"ჩვენ ისეთი ხელისუფლება გყავდა „ნაცმოძრაობის“ სახით და ისეთი ოპოზიცია გვყავს, რომ ჩემში პირადად არავითარ გაკვირვებას აღარ იწვევს მათი ასეთი უმსგავსო და ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკლესიური ქმედებები. ისინი პირდაპირ მოუწოდებდნენ და მე ვიცი მათი განზრახვა, რომ მათი სურვილი იყო ეკლესიის კარების დაკეტვა და რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობისა და სახელმწიფოს ჩამოშლა", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღეს სახელმწიფოსა და მთავრობას უწევს ჭიდილი 2 ფრონტზე - ერთი უხილავ მტერთან და მეორე, ხილულ მტერთან. „მე არ მოვერიდები ამის თქმას, რომ ეს ადამიანები რასაც სჩადიან, სხვა არაფერია, თუ არა მტრობა და ბოროტება. მათი უსუსური მცდელობის მიუხედავად, ვერაფერში ვერ დასდეს მთავრობას ბრალი და ბოლოს ისიც იკადრეს, რომ ბიძინა ივანიშვილის უპრეცენდენტო ქველმოქმედება ამორალურად გააკრიტიკეს. უპრეცედენტო შეიძლება მათთვის, მაგრამ მოგეხსენებათ, ჩვენი პარტიის თავმჯდომარე უპრეცედენტო ქველმოქმედებას ეწეოდა და ეწევა ბოლო 20-25 წლის განმავლობაში და მისი მხრიდან მორიგ უპრეცედენტო შემოწირულობას ჰქონდა ადგილი ასი მილიონის სახით. აქაც, ამ ადამიანებისგან, ნაცმოძრაობის მხრიდან, ასე ვთქვათ, მათი კლასტერიდან, ვიხილეთ ამორალური კრიტიკა და განქიქება ამ საქმის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, ოპოზიციის ამ მცდელობების მიუხედავად, მთავრობა ხალხთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)