|
2020-04-15 18:26:50, 1639 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მთავრობებს დოლბანდის ნედლეულის მოწოდების ხელშეწყობისთვის
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ სახელმწიფოების მთავრობებს, ვისი ხელშეწყობითაც მათ ქვეყნებში პირბადეების წარმოებისთვის საჭირო და სტრატეგიულ ნედლეულს - დოლბანდს ვიძენთ. პირველ რიგში, ეს არის აზერბაიჯანის სახელმწიფო, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ძალიან დიდი მადლობა აზერბაიჯანის მთავრობას. ასევე მადლობა უზბეკეთის მთავრობას - ამ ქვეყანაში დამზადებული მაღალი ხარისხის დოლბანდი უკვე გზაშია და მას მალე მივიღებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბათუმში კომპანია „აჭარა ტექსტილის" საწარმოში სტუმრობისას, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო პროგრამაში „აწარმოე პირბადე". მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანში ფუნქციონირებს საწარმო, რომელიც სპეციალურად საქართველოსთვის ამზადებს დოლბანდს. „სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით ავაწყეთ პირბადეების წარმოება და ამ პროდუქციის პირველი პარტია სწორედ აზერბაიჯანული დოლბანდით არის შეკერილი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მინისტრმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოს დიპკორპუსის, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში საქართველოს ელჩებისა და საელჩოების პერსონალის ძალისხმევას, რათა საქართველო მომარაგებული ყოფილიყო მაღალი ხარისხის დოლბანდის ნედლეულით. „ჩვენი დიპლომატიური კორპუსი, ჩვენი ელჩები, განსაკუთრებით აზერბაიჯანსა და უზბეკეთში გვეხმარებიან, რომ მოვიპოვოთ დოლბანდის ნედლეული პირბადეების შესაკერად", - განაცხადა ნათია თურნავამ. პროგრამაში „აწარმოე პირბადე" სადღეისოდ 8 სამკერვალო საწარმოა ჩართული, რომლებიც პირბადეებს სპეციალური ტექნიკური სპეციფიკაციის მიხედვით აწარმოებენ. ამ დროისთვის, 1,3 მლნ პირბადეა დამზადებული.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)