|
2020-04-15 15:53:21, 1494 ნახვა
რეგიონი
მარნეულში სარწყავი არხები იწმინდება
შპს „საქართველოს მელიორაცია” სარწყავი და სადრენაჟე სისტემების სარეაბილიტაციო პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. მარნეულის მუნიციპალიტეტში ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სოფელ კაჩაგანში ხე-მცენარეებისაგან „გამარჯვების არხის“ 6 000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები სოფელ კაჩაგანის, კასუმლოსა და აღმამედლოს 1000 ჰექტარზე მეტ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს წყლის მიწოდების რეჟიმს. სოფელ ბაილარის, საიმერლოსა და ქუტლიარის სავარგულების წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით, სოფელ საიმერლოში „აღმაშენებლის არხის“ 4 კმ-იანი მონაკვეთი იწმინდება. ამავე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ქუტლიარშიც. ნატანი მასისგან და ბუჩქნარისგან არხის 5000 მეტრიანი მონაკვეთი იწმინდება. „აღმაშენებლის არხზე“ ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის გამტარუნარიანობას გაზრდის, რაც ჯამში 1100 ჰექტარ სავარგულზე გააუმჯობესებს სარწყავი წყლის მიწოდების . აღდგენითი სამუშაოები უტარდება ასევე, ქეშალოს სატუმბი სადგურის სარწყავ სისტემას სიგრძით 1500 მეტრი, რომელიც 2 ათეული წელია არ ჩატარებულა. არხის მოწესრიგების შედეგად დამატებით 40 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება. საქართველოს მელიორაცია ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს აპრილის ბოლოსთვის დაასრულებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)