|
2020-04-15 15:32:17, 1568 ნახვა
კომენტარი
ლილუაშვილი - საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმება, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტია
პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხში, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეული შეთანხმება, მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტია. მისივე თქმით, აღნიშნული ხელს შეუწყობს, რომ სხვა დონორმა ორგანიზაციებმაც თავისუფლად შეძლონ საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი ფინანსების გამოყოფა. "გვაქვს პირველადი შეთანხმება ჩვენს პარტნიორ დონორ ორგანიზაციებთან, რომ დაახლოებით ერთ-ნახევარი მილიარდი დოლარის მობილიზებას შეძლებს სახელმწიფო საბიუჯეტო დახმარებების სახით, ასევე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები მზად არიან იმისთვის, რომ დაახლოებით ამოდენივე რესურსი მიაწოდონ კერძო სექტორს მათი მოთხოვნის შესაბამისად. გარდა ამ შეთანხმებისა, მათ შორის ჩვენ მივაღწიეთ სხვა შეთანხმებას. ამ შეთანხების ფარგლებში ფონდი გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის პროგრამის ფარგლებში, გამოყოფს დამატებით დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერად. საიდანაც დაახლოებით ორასი მილიონი დოლარი მიემართება პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერის მიმართულებით, ხოლო დაახლოებით ორასი მილიონი დოლარი მიმემართება საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართულებით. ფონდთან მიღწეული შეთანხმება არ არის მხოლოდ უბრალოდ შეთანხმება, ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყანაში არის ძლიერი მაკროეკონომიკური მენეჯმენტი. ეს არის მოცემულობა სხვა ყველა დონორი ორგანიზაციისთვის, რომ მათ ქვეყანაში შეუძიათ თავისუფლად გამოყონ ქვეყნისთვის დამატებითი ფინანსური რესურსები", - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)