|
2020-04-14 09:40:54, 1402 ნახვა
კომენტარი
აშშ-ს საელჩო საქართველოში - ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას
ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრება ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ს საელჩო თბილისში წერს. საელჩო ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციასა და პოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე და მოუწოდებს ყველა ხელმომწერ მხარეს, რომ სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება, რომლის ერთ-ერთი კომპონენტის თანახმად, პოლიპატიმრები უნდა გაეთავისუფლებინათ. „ირაკლი ოქრუაშვილის დაპატიმრების დრომ და გარემოებამ გამოიწვია შეშფოთება პოლიტიკურ ჩარევასა და შერჩევითი სამართლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ეს საქმე ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას — საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება“, - წერს აშშ-ს საელჩო საქართველოში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)