|
2020-04-13 20:39:07, 1475 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - თქვენ გინდათ, რომ მრევლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე აქტივობა ეკლესიასთან ბრძოლად გაასაღოთ, რაც არ გამოგივათ!
„თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ, ის ადამიანები, ვინც მკაფიოდ ვაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას წირვა-ლოცვასთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გინდათ, რომ გაგვასაღოთ ვითომ ჩვენ ვებრძვით ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიას?! - ეს ასე არ არის!“, – ამის შესახებ, პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ განაცხადა. იგი თვლის, რომ მძიმე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია ხელისუფლებამ მიიღოს საზოგადოების უსაფრთხოების დასაცავად შესაბამისი გადაწყვეტილებები, რადგან ახლა არ არის პოლიტიკური დივიდენდების დაწერის დრო. „მე ძალიან კარგად მესმის თქვენი პოლიტიკური ზრახვები პირველი, რომ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩვენ, ის ადამიანები, ვინც მკაფიოდ ვაფიქსირებთ საკუთარ პოზიციას წირვა-ლოცვასთან და სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით გინდათ, რომ გაგვასაღოთ ვითომ ჩვენ ვებრძვით ქრისტიანულ სარწმუნოებას და ეკლესიას. ეს ასე არ არის! უბრალოდ ჩვენ ვიაზრებთ პასუხისმგებლობას და ვსაუბრობთ ამის შესახებ. ჩვენ ვიმყოფებით საგანგებო ვითარებაში. გამოდით და კონკრეტულად თქვით მთელი კვირის მანძილზე ჩვენი მოქმედების წესი როგორი და რანაირი უნდა იყოს. დღეს პოლიტიკური დივიდენდების დაწერის დრო არ არის. ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით ეპიდემიას და განსაკუთრებით ხელისუფლებას აქვს დიდი პასუხისმგებლობა. მე რაც არ უნდა მოვუწოდო და ვთქვა ან ცალკეულმა ადამიანებმა ჩვენ არ გვაქვს ამ მოწოდების აღსრულების მექანიზმი, ეს მექანიზმი თქვენს ხელშია“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)