|
2020-04-13 19:23:43, 1402 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე - მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა
მნიშვნელოვანი იქნება ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის კვლევა, რომელსაც ნინო წილოსანი ინიციატივით გენდერული საბჭო მოამზადებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ქალთა ეკონომიკურ აქტივობაზე პანდემიის გავლენის ანალიზი, რომელსაც გენდერული საბჭო მოამზადებს. მისი თქმით, ანალიზის შედეგები ასახული იქნება მთავრობის ეკონომიკური დახმარების პაკეტებში. შეგახსენებთ, პარლამენტის გენდერული საბჭო არასამთავრობო სექტორთან და ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოსთან ერთად, მოამზადებს ანალიზს: Covid-19-ის გენდერული გავლენა ეკონომიკაზე. ანალიზის მომზადების მიზანია, მთავრობის მიერ შემუშავებულ პროგრამებსა თუ სამოქმედო გეგმებში მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ქალების საჭიროებები, რადგან გლობალურად, ქალები ყოველთვის უფრო მეტად მოწყვლადები არიან ეკონომიკური რყევების დროს და მათ შორის, კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს. გაერო-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ Covid-19-ის პანდემია გლობალური საფრთხეა, მას განსხვავებული გავლენა აქვს ქალებსა და მამაკაცებზე, რაშიც იგულისხმება არამხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ სოციალ-ეკონომიკურ მხარეზე. შესაბამისად, ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევამციროთ პანდემიის გავლენა გოგონებსა და ქალებზე. საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო იწყებს მუშაობას აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების მომზადებაზე, რომელთაც გადავცემთ საქართველოს მთავრობას, რათა თავის გადაწყვეტილებებში მაქსიმალურად გაითვალისწინოს ქალების საჭიროებები. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია. რომ რეკომენდაციები დროულად შემუშავდეს და მიეწოდოს მთავრობას. შესაბამისად, სამუშაო პროცესი გაწერილი იქნება მოკლე ვადაზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)