|
2020-04-13 19:22:15, 5956 ნახვა
სამხედრო
ერაყში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოასვენებენ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ერაყში გარდაცვლილი გენადი ცენტერაძის მამას პირადად შეხვდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და აჭარის მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და უახლოეს დღეებში საქართველოს გარდაცვლილ მოქალაქეს სამშობლოში სპეცრეისით ჩამოვასვენებენ. ასევე, დაბრუნდებიან საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ვერ ახერხებდნენ ერბილიდან, ერაყიდან დაბრუნებას. საქართველოს მთავრობა აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს. დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დამატებით კიდევ 2 ახალი რეისის დანიშვნაზე შემდეგი მიმართულებით: 30 აპრილს განხორციელდება ახალი რეისი თბილისი- მადრიდი-თბილისის მიმართულებით, 2 მაისს კი, თბილისი - პრაღა-თბილისის მიმართულებით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)