|
2020-04-13 16:18:10, 1383 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - გუშინ განხორციელებული რეისით 164 მოქალაქე დაბრუნდა, აქედან ერთ-ერთი მძიმე პაციენტი იყო, რომელიც რეანომობილით გადმოიყვანეს
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით გუშინტ განხორციელებული რეისით, თბილის-ბერლინი-თბილისი, 164 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, ხოლო ერთ-ერთი მძიმე პაციენტი იყო, რომელიც ბერლინამდე საქართველოს საელჩოს მიერ დაქირავებული რეანომობილით გადაიყვანეს. მან ასევე აღნიშნა, რომ პაციენტი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებდა, როს გამოც რეისს თბილისიდან ექიმთა ჯგუფი გაჰყვა, ბორტზე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად. „მინდა ასევე გაუწყოთ, რომ გუშინ განხორციელდა ფრენა თბილის-ბერლინი-თბილისის მიმართულებით და 164 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა სამშობლოში, როგორც ცნობილია, ყოველი გეგმიური ფრენის დროს არსებული რეისით სარგებლობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები და გუშინდელ რეისზეც ასევე იმგზავრა საქართველოს მოქალაქემ,მძიმე პაციენტმა, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან ბერლინსში, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობით თვითმფრინავს თბილისდან გაჰყვა ექიმების ჯგუფი, რათა პაციენტსი მდგომარეობა უზრუნველყოთ ხომალდის ბორტზე, ბერლინიდან თბილისის მგზავრობისას და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მათ“, - გაანცხადა ზალკალიანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)