|
2020-04-13 16:02:06, 1362 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - ვხელმძღვანელობთ გარკვეული კრიტერიუმებით საგანგებო რეისებზე საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების კუთხით
საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საგანგებო რეისებით სამშობლოში დაბრუნება, გარკვეული კრიტერიუმების მიხედვით ხდება. მისი თქმით, სახელმწიფოს დანიშნული რეისით პირველ რიგში ისარგებლებენ ის პირები, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს, პირები მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით, ორსულები, ხანდაზმულები, ოჯახები მცირე წლოვანი ბავშვებით, სტიპენდია შეჩერებული სტუდენტები, თავშესაფრის გარეშე დარცენილი პირები და პირები, რომლებიც პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე დარჩნენ დროებით ადგილსამყოფელ ქვეყანაში. „გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობდით გარკვეული კრიტერიუმებით საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების კუთხით. ამ კრიტერიუმებით ხელმძღვანელობა გაგრძელდება მომავალშიც და გარკვეული უპირატესობა მიენიჭება პირველ რიგში იმ მოქალაქეებს, რომლებიც ფლობდნენ საქართველოში დასაბრუნებელ ბილეთებს და ასევე დაწესებული შეზღუდვის გამო ვერ შეძლეს უკან დაბრუნება, ასევე ჯანმრთელობის მძიმე მდგომაერობის მქონე პირებს, ორსულ ქალბატონებს, ხანდაზმულებს, ოჯახებს მცირე წლოვანი ბავშვებით, სტუდენტებს ვისაც შეუწყდათ სტიპენდია და დაფინანსება, პირებს, რომლებიც ადგილსამყოფელ ქვეყანაში კოვიდ-19-ის გავრცელების გამო დარჩნენ თავშესაფრის და პირველადი საჭიროების შესაძლებლობის გარეშე და ასევე პირებს, რომლებიც პირად საკუთრებაში ან საქართველოში ჩამოსაყვანად შეძენილი არსებული ავტო-სატრანსპორტო საშუალებით მიემგზავრებოდნენ და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებდნენ გადაადგილებას. ეს არის ის კრიტერიუმები, რომლითაც ჩვენ ვხელმძღვანელობდით მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებისას და ეს კრიტერიუმები იქნება ასევე მომავალშიც დარჩენილ გამოცხადებულ ფრენებზე სახელმძღვანელოდ“, - განაცხადა ზალკალიანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)