|
2020-04-12 18:04:54, 2435 ნახვა
მსოფლიო
კორონავირუსის გავრცელების გამო აშშ-ის ისტორიაში პირველად, ყველა შტატიში კატასტროფის დეკლარაცია გამოცხადდა
კორონავირუსის გავრცელების არეალის კრიტიკული ზრდის საფუძველზე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვაიომინგის შტატში კატასტროფის ფედერალური დეკლარაციის გამოცხადების შემდეგ ყველა შტატი ერთდროულად კატასროფის დეკლარაციაში მოაქცია. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გარდაცვლილთა რიცხვმა 20 ათასს მიაღწია ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს გადასცდა. უბედურების ზონად გამოცხადების შემთხვევაში, თეთრი სახლის ინფორმაციით, შტატებს და ადგილობრივ მთავრობებეს, ისევე როგორც არაკომერციულ ორგანიზაციებს ფედერალური დაფინანსების მიღების საშუალება ეძლევათ. შტატის მთავრობებს, ასევე ფედერალური რესურსებით დაეხმარებიან, საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო და არმიის საინჟინრო კორპუსი. "მიუხედავად იმისა, რომ ვაიომინგში ვირუსით ინფიცირების შემზარავი მაჩვენებელი არაა, ეს დეკლარაცია დაგვეხმარება მოვემზადოთ და საჭიროების შემთხვევაში გვქონდეს რესურსები მობილიზებული", - განაცხადა შტატის გუბერნატორმა, მარკ გორდონმა. ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 530 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 20 608 ადამიანი გარდაიცვალა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)