|
2020-04-12 15:35:43, 1810 ნახვა
რეგიონი
პოლიცია ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფს
უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში - გვარა, მუხაესტატე, ლეღვა, წყავროკა მკაცრ საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ადმინისტრაციულ ერთეულებში შინაგან საქმეთა სამინისროს თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფენ. საკარანტინო პირობები და სპეციალური რეჟიმი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადამინისტრაციულ ერთეულებში მოქალაქეთა შესვლისა და გამოსვლის შეზღუდვასაც ითვალისწინებს. გვარას, მუხაესტატეს, ლეღვას და წყავროკას შემსვლელ და გამსვლელ საგანგებოდ მოწყობილ სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე კონტროლს პოლიცია და თავდაცვის ძალები განახორციელებენ. გარდა ამისა, როგორც საკარანტინო ზონებში, ასევე სპეციალურ გამშვებ პუნქტებზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავენ და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულ მკაცრ საკარანტინო შეზღუდვებს და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას პოლიცია მარნეულის, ბოლნინის და ლენტეხის მუნიციპალიტეტებშიც უზრუნველყოფს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)