|
2020-04-12 13:31:05, 1445 ნახვა
კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხი ერთეულის ჩაკეტვის შესახებ - გადაწყვეტილებებს სპეციალისტების რჩევის საფუძველზე ვიღებთ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ქობულიეთის მმუნიციპალიტეტის ოთხი ერთეულის ჩაკეტვის შესახებ გადაწყვეტილება, კონკრეტული სპეციალისტების რჩევის საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, ეპიდემიოლოგების დასკვნის შემდეგ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება და მოსახლეობას ჩვეულ რეჟმში ექნება საშალება შეიძინონ, როგორც სურსათი ასევე მედიკამენტები. „ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონკრეტული სპეციალისტების რჩევის საფუძველზე. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ველოდებოდით ეპიდემიოლოგების დასკვნას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ გარკვეულწილად ემოციურად ან თუნდაც პოლიტიკურად მივიღოთ მსგავსი გადაწყვეტლებებები, ხოლო ოპოზიცია საერთოდ გააზრებაში არ არის ეპიდრისკის, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ გავაგრძელებთ გადაწყვეტილებების მიღებას ისე როგორც აქამდე ვიღებდით და მოვუსმენთ დარგის სპეციელისტებს. საავადმყოფოსთან დაკავშრებით გატარებულია შესაბამისი ღონისძიებები, როგორც იზოლაციის ნაწილში ასევე დამატებით სპეციალური ღონისძიებები. შეზღუდვები ეხება როგორც შესვლას ასევე გამოსვლას, დაწესებულია მკაცრი კონტროლი. სურსათის მომარაგების კუთხით, სოფლის მეურნებონის მინისტრს კოლეგებთან ერთად დაევალა გაატარონ ყველა ის ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს საკმარისი სურსათის არსებობას, ამ ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში. მოქალაქეებს, ჩვეულ რეჟიმში კონტროლის გავლის შემდეგ ექნებათ საშალება, როგორც მედიკამენტების ასევე სურსათის შეძენის. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სამუშაოებს, ეს უნდა დაექვემდებაროს კონკრეტულ რეგლამენტს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან არის შემუშავებული. ყველა სავარუდო ინფექციის კერა შესწავლის ეტაპზეა და ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრები ამის შესახებ გააკეთებენ დასკვნებს და ჩვენც ამით ვიხელმძღვანელებთ“.- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)