|
2020-04-11 20:50:12, 1632 ნახვა
კომენტარი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე - პიველადი ინფორმაციით საავადმყოფოში შიდა ინფექცია დაფიქსირდა და დაემატა 6 ინფიცირებული
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით ეგრეთ წოდებულ ქობულეთის კლასტერს 6 ინფიცირებული დაემატა. მან ასევე აღნიშნა, რომ დაინფიცირებული 6 პაციენტიდან ერთი არასრულწლოვანია. "ქობულეთის კლასტერს 6 ახალი შემთხვევა დაემატა, რომლებზეც ზედამხედველობას ვახორციელებდით, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. ექვსივე მათგანის ტრანსპორტირება ხდება ახლა კლინიკა "მედალფაში", სადაც სულ გვეყოლება 24 პაციენტი. მათ შორის ორი მათგანის ტრანსპორტირება შეიძლება მოხდეს თბილისში, ერთ-ერთი არასრულწლოვანისაც. სულ აჭარაში გვყავს 6 განკურნებული ადამიანი. ერთი პაციენტი რჩება კვლავ სტაბილურად მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. არასრულწლოვანი არის 10 წლამდე ასაკის მსუბუქი რესპირაციული ჩივილებით. პირველადი ინფორმაციის თანახმად, საავადმყოფოში შიდა ინფექცია არის დაფიქსირებული, მაგრამ კონკრეტული დეტალური ინფორმაცია დასკვნის სახით ჯერ არა გვაქვს. თუკი არის საავადმყოფში შიდა ინფექცია, ეს არის შიდა სივრცეში დაფიქსირებული და არ უნდა დაფიქსირებულიყო, ინფექციური კონტროლის ღონისძიების გარკვეულწილად დარღვევაა. ამ ეტაპზე ბრალეულობაზე ვერ ვსაუბრობთ“, - აღნიშნა ნიჟარაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)