|
2020-04-10 13:00:39, 2106 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა აიკრძალა
რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულზე საფლავებზე გასვლა უნდა აიკრძალოს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ქვეყნის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია მოსკოვის საპატრიარქოს პრესსამსახურის წარმომადგენელზე, ვლადიმერ ლეგოიდაზე დაყრდნობით ავრცელებს. ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, საპატრიარქოს წარმომადგენლები გონივრულს უწოდებენ. „მოსკოვის, ისევე როგორც სხვა რეგიონის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება, აღდგომის დღეს არ მივიდნენ ადამიანები საფლავზე კორონავირუსული ინფექციის გამო - გონივრული და საფუძვლიანი ზომაა, რომელიც აარიდებს მოსახლეობას საფრთხისგან“, - წერს ვლადიმერ ლეგოიდა სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რამდენიმე დღით ადრე ლაგოიდამ განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მრევლს მოუწოდებს, რომ მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში სახლში ილოცონ და ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)