|
2020-04-10 11:54:06, 1365 ნახვა
კომენტარი
რატიანი - ტერმინალური პაციენტი, რომელიც შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან, რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას
პირველი საუნივერსიტეტო კლილინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, ტერმინალური პაციენტი, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერიდა არის, გამოჯანმრთელდა და რამდენიემე საათში დატოვებს კლინიკას. მან ასევე განაცხადა, რომ სამი მოზარდის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაემატა კლინიკის პაციენტთა რიცხვს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. „ამ ეტაპზე კლინიკაში არის 55 პაციენტი. დავიწყებ სასიხარულო ინფორმაციით, ტერმინალური პაციენტი, რომელიც შემოვიდა მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა არის დაადებითი, ინ გამოჯანმრთელდა და რამდენიმე საათში დატოვებს კლინიკას. რაც შეეხება დანარჩენ პაციენტებს, რეანიმაციის განყოფილებაში გვიწევს 7 პაციენტი. აქედან 3 ფილტვის ხელოვნურ ვინტილაციაზეა, დანარჩენი პაციენტების სმდგომარეობა სტაბილურია, არიან ოქსიგენ დამოკიდებული და აგრძელებენ სიმფტომურ მკურნალობას. ასევე იცით, რომ გვყავს სამი მოზარდი პაციენტი. მათი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურია და არანაირ სიმფტომურ ჩარევას არ საჭიროებე. ასევე გვყავს ორი ორსული პაციენტი. 24 და უკვე 9 კვირის ორსულის მდგომარეობა სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებშია. 33 პაციენტს კომპიუტერული ტომოგრაფიით დადასტურებული მწვავე პნევმონია აქვს და ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა. მკუნალობა გრძელდება სახელმწიფო პროტოკოლის და ჩვენი შიდა პროტოკოლის მიხედვით. დღეს საღამოს კიდევ 2 პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)