|
2020-04-09 14:39:36, 1162 ნახვა
კომენტარი
გომელაური - გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა
რაღაც რომ მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ აუვიდეთ საქმეს, ამის პრობლემა არ გვაქვს , - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს 112-ში ვიზიტისას განუცხადა, სადაც ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ამ ეტაპზე იმის საშიშროება არ არსებობს, რომ 112-მა და 144 -მა სრული დატვირთვით ვერ გააგრძელოს მუშაობა. „112-ის და 144 -ის თემაზე ძალიან კარგად ისაუბრა ბატონმა პრემიერ-მინისტრმა და განმარტა თუ როგორი სისტემით ვმუშაობთ. დატვირთვის ნამდვილად არ გვეშინია, სხვადასხვა ლოკაციებზე გვაქვს მოწყობილი თუნდაც, რომ აქ შემთხვევით რაიმე პრობლემა იყოს. ხედავთ, აქ რეკომენდაციები დაცულია, სიცხესაც ზომავენ და დამცავი საშუალებებიც არის. თუმცა მაინც, რომ მოხდეს რაიმე, კერა რომ აღმოჩნდეს, გვაქვს დამატებითი ლოკაცია გამზადებული, სადაც შეგვიძლია ავტომატურად გადავიდეთ და იქიდან განვაგრძოთ მუშაობა, იმის პრობლემა, რომ რაღაც მოხდეს, დავიტვირთოთ და ვერ ავუვიდეთ, არ გვაქვს” –განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)