|
2020-04-08 17:08:59, 1243 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას ინფორმაციით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდში აკუმულირებული თანხების განკარგვა იმ პრიორიტეტების მიხედვით მოხდება, რომელთა განსაზღვრაზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა. ნათია თურნავას განმარტებით, სფეროების და უწყებების მიხედვით ძირითადი საჭიროებების განსაზღვრა ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება. „კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ფონდის კოორდინაციას ახდენს ბიზნესომბუდსმენი. ჯერჯერობით მიმდინარეობს თანხების აკუმულირება, პარალელურად ისევ ბიზნესომბუდსმენის კოორდინაციით ხდება ძირითადი საჭიროებების აღრიცხვა - თუ რომელ სფეროს და რომელ უწყებას რა კონკრეტული საჭიროებები აქვთ იმისთვის, რომ უფრო ეფექტიანად აღვუდგეთ წინ კორონავირუსის გავრცელებას. როგორც კი ეს საჭიროებები საბოლოოდ ჩამოყალიბდება და პრიორიტეტები განისაზღვრება, ამ ფონდიდან თითოეული ლარის ხარჯვა გამჭვირვალე იქნება და მთლიანად საზოგადოებისთვის ცნობილი", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ამასთან, ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ბიზნესმენსა და ბიზნესს, ვინც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლოს მიზნით ფონდის არსებობის ინიციატივას გამოეხმაურა და მასში შემოწირულობებს რიცხავს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)