|
2020-04-07 17:24:58, 1567 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი - აგრარული ბაზრები ფუნქციონირებას შეძლებენ მხოლოდ მაშინ თუ ისინი დაიცავენ სურსათის ეროვნული სააგენტოს სტანდარტებს
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, როემლებიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში მაშინ ისინი შეძელებენ ფუქნციონირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება, შეზღუდული იქნება სტანდარტში გაწერილი დროის მიხედვით. „ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვხედავდით, რომ საინფორმაციო სივრცეში იყო კითხვები აგრარული ბაზრის ფუნქციონირებაზე, ამის გამო განვმარტავთ შექმნილ სიტუაციას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, გადაწყვეტიელაბ იქნა მიღებული აგრარული ბაზრების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს შემდეგს: იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღიურად იცვლება მდგომარეობა ქვეყანაში, გადაწყვეტილებები სწრაფად და ადეკვატურად მიიღება, შექმნილი რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ქვეყანაში. გათვალისწინებულია ექიმების რეკომენდაციებიც. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დიდწილად წარმოადგენდნენ დაავადების გავრცელების მაღალი რისკის შემცველ ადგილს. აქედან გამომდინარე, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძირითადად აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც ადგილზე არსებულ სპეციალურ შტაბებს შეეძლებათ. აგრარული ბაზრების არსებობა შესაძლებელია, მხოლოდ იმ არსებული სტანდარტების დაცვის შემთხვევაში, რომელიც გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშავა და შეჯერებულია ჯანდაცვის სამნისტროსთან. თქვენ იცით, რომ გადაწყვეტილება თბილისის აგრარული ბაზრების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებითაც იყო გადაწყვეტილება მიღებული. ეს უკავშირდებოდა იმ რისკებს რაც არსებობდა აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ სადეზინფექციო სამუშაობები სწრაფად ჩატარებულიყო. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ იმ რეკომენდაციებს, როემლიც მოცემულია სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებულ სტანდარტში მაშინ ისინი შეძელებენ ფუქნციონირებას, ძრითადად საბითუმო პლატფორმის ფორმატში და იმ რეჟიმით, რომელიც გაწერილია სტანდარტში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)