|
2020-04-06 14:27:20, 1373 ნახვა
კომენტარი
ბოკერია - იმ ტემპით რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთავაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებიან სამშობლოში
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ იმ ტემპით, რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთვაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებიან სამშობლოში. მისი თქმით, ამის მიზეზად ერთხელ გაკვრით დასახელდა საკარანტინე სივრცეების ნაკლებობა. „არაზუსტი დისკუსიაა, თითქოს თვითმფრინავს ვინ იშოვის ეს წყვეტდეს საქმეს. ფაქტია, მკაფიო პასუხი ჩვენი მთავრობისგან არც ერთხელ არ მიგვიღია. ერთხელ ითქვა გაკვრით, რომ პრობლემა არის აქ საკარანტინე სივრცის არარსებობა და ამიტომ ვერ იღებენ ჩვენს მოქალაქეებს. ეს არის მძიმე შეცდომა, რომ ამისთვის მზად არ იყო ქვეყანა, მაგრამ ახლა მომხდარ შეცდომაზე ფოკუსირება არ არის საკმარისი“, - განაცხადა ბოკერიამ. ბოკერია აღნიშნავს, რომ დროულად უნდა მოხდეს საკარანტინე სივრცეების მინიმუმ გაორმაგება და ამის რესურსი ქვეყანას აქვს. მისი ინიციატივით, უნდა მოხდეს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება და მათთვის კომპენსაციის გადახდა. „ახლა არის შემდეგი ამოცანა, ამ საკარანტინე სივრცის მოგვარება უნდა მოხდეს მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში. უნდა გაორმაგდეს რაოდენობა. დღეს თუ არ ვცდები, სადღაც 6 000-მდე ადამიანია საკარანტინე სივრცეში მოთავსებული. მინიმუმ ორი ამდენი გვჭირდება, თორემ იმ ტემპით რა ტემპიც მთავრობამ შემოგვთვაზა, ორი თვის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეები ვერ დაბრუნდებია სამშობლოში და ეს არის უმძიმესი ხვედრი ამ ადამიანებისთვის. ორი კვირის განმავლობაში უნდა გაორმაგდეს საკარანტინე სივრცე და ამის რესურსი ბიუჯეტში არის, ყველა სასტუმრო, რომელიც ცარიელია, სიამოვნებით დათანხმდება ამ შემოთავაზებას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)