|
2020-04-06 13:13:49, 1372 ნახვა
კომენტარი
თურნავა - ამ პერიოდში რთული იქნება პროგნოზის გაკეთება იმის შესახებ, თუ რა ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ამ ეტაპზე რთულია იმ პროგნოზის გაკეთება, თუ რა ზარალი მიადგება ქვეყნის ეკონომიკას. მისი თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ზარალი დამოკიდებულია გლობალურ ვითარებაზეც. „არ გამოვყოფდი რომელიმე ცალკეულ დარგს იმიტომ, რომ გლობალური კრიზისის ზეგავლენა დაიწყო ტურიზმიდან, ტურიზმთან დაკავშირებული ინდუსტრიებით, თუმცა დღეს უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ზარალს განიცდის მთლიანად ეკონომიკა. სხვადასხვა მოლოდინები ქვეყნდება. აზიის განვითარების ბანკის პროგნოზი იყო, რომ ზრდა არ იქნება. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოაქვეყნა პროგნოზი, რომ მინუს 4% იქნება მშპ-ს ზრდა. ამ პერიოდში რთული იქნება პროგნოზის გაკეთება, რადგან დამოკიდებული ვართ გლობალურ ვითარებაზე, ბაზარზე მიმდინარე ვითარებაზე, რადგან შიდა ტურიზმი შეიძლება მალე განვითარდეს, მაგრამ ძირითადი კონტრიბუტები საერთაშორისო მოგზაურებსა და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებაზე მოდის. მთლიანობაში ზარალობს ბიზნესსექტორი, ტურიზმი და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს გავლენა შევამციროთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)