|
2020-04-06 12:31:59, 1424 ნახვა
კომენტარი
განათლების მინისტრი - ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება
„ეს სემესტრი აუცილებლად შეგდება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა. მისი თქმით, განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში და დადებითად შეფასდა პროექტი ტელესკოლა და ასევე დისტანციური სწავლების მეთოდიც. „განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რასაც საქართველოს განათლების სამინისტრო ახორციელებს პირველ არხთან ერთად, პროექტი ტელესკოლა, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის, განურჩველად აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. დოკუმენტში დეტალურადაა განხილული სხვა ღონისიძიებებიც, დისტანციური სწავლების, კერძოდ ეს გახლავთ პროგრამები, რომელიც სკოლების მიერაა გამოყოფილი დისტანციური სწავლებისთვის როგორც ონლაინ ისე ოფლაინ რეჟიმში. ყოველივე ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არც ერთ შემთხვევაში არ ჩავარდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)