|
2020-04-03 17:17:55, 2059 ნახვა
კომენტარი
იონათამიშვილი - სახალხო დამცველის ანგარიშით დადასტურებულია, რომ 20 ივნისს ღონისძიებები აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა
„ყოველწლიურად დიდი ინტერესით ვეცნობი სახალხო დამცველის ანგარიშს - ამჯერად დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, ეს უფრო მეტად არის პოლიტიკური დოკუმენტი, ვიდრე მხოლოდ უფლებებზე ორიენტირებული“,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატზე გადასვლის შემდგომ, ანგარიშთან დაკავშირებით, აქტიური დისკუსია გაიმართება. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ანგარიშით დადასტურებულია ის, რასაც მმართველი გუნდი 2019 წლის 20-21 მოვლენებისას ამბობდა. „რაც შეეხება ივნისის მოვლენების შეფასებას, რასაც ვამბობდით, ფაქტობრივად, ის მიმართულება დადასტურებულია ამ კვლევითაც, რომ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ხორციელდებოდა ღონისძიებები და მინისტრის მხრიდან, მათ შორის, არ ჰქონდა ბრძანებას ადგილი“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა. ცნობისთვის, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს 20-21 ივნისის ღამეს რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)