|
2020-04-03 15:39:19, 2423 ნახვა
მსოფლიო
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია - მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელი, მიტროპოლიტი ილარიონი აცხადებს, რომ „მორწმუნეები უნდა იყვნენ მზად, რომ ბევრ მათგანს პატრიარქის სააღდგომო მსახურების ნახვა ტელევიზიით მოუწევთ“. მისივე ინფორმაციით, თავად პატრიარქი კირილი უახლოეს პერიოდში მიმართავს მრევლს და განუმარტავს, თუ როგორი იქნება ორგანიზებული ღვთისმსახურება აღნიშნულ პირობებში. მანვე განაცხადა, რომ მორწმუნეების სააღდგომო მსახურებაზე დასწრების საკითხი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. მიტროპოლიტის თქმით, ზიარების რიტუალი ბოლო პერიოდში რუსეთის ეკლესიებში, კორონავირუსის გავრცელების გამო, არ ჩატარდება და თვითიზოლაციის დროს აღსარების ჩაბარება მამაოსთვის, შესაძლებელი იქნება სატელეფონო ზარით ან „სკაიპის“ მეშვეობით. მიტროპოლიტმა მოუწოდა მრევლს, არ აყვნენ პანიკას და კარანტინში ყოფნის პერიოდი ლოცვისთვის გამოიყენონ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)