|
2020-04-03 13:25:19, 1088 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი სააღდგომო ლიტურგიაზე - ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს
ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს თუ საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. სწორედ ამის გამო, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას დაწესებული რეკომენდაციები - ამის შესახებ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშილმა ისაუბრა. მაია ცქიტიშილის თქმით, აღდომის დღესასწაულზე კომენდანტის საათის დროს ვერცერთი საქართველოს მოქალაქე ვერც სასულიერო პირი ვერ შეძლებს გადაადგილებას. „პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიფიქროთ როგორ დავიცვათ დადგენილი რეგულაცია, მკაცრად და ზედმიწევნით დღეს, რათა ჩვენ გვქონდეს შესაძლებლობა აღნიშნული რეგულაციების მოქმედება უფრო სწრაფად შევწყვიტოთ. რაც შეეხება კომენდანტის საათის პირობებს არის მკაფიო, და 21:00 დან დილის 6 საათამდე არ არის ნება დართული ნებისმიერი სახის გადაადგილება. ამასთანავე არ არის ნება დართული სამ ადამიანზე მეტია დამიანის შეკრება, შესაბამისად ამ ორი პირობის კომბინაციით რათქმაუდნა დაირღვევა კომენდანტის საათი იმ შემთხვევაში თუ ჩვენ გვექნება მასობრივი შეკრება ნებისმიერ სივრცეში და თუ იქნება დაფიქსირებული გადაადგილება. შეზღუდვა ეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, შეზღუდვები გავრცელებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შესაბამისად ეს რეგულაციები მოქმედებს ყველაზე. სწორედ ამისთვის ხდება განსაზღვრა იმ ეკონომიკური სუბიექტებისა და საჯარო დაწესებულებებისა ან სტატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სადაც საგამონაკლისო რეჟუმში არის დაშვებული, როგორც სამ ადამიანზე მეტის ყოფნა ასევე მათი გადაადგილება თუნდაც კომენდანტის საათის დროს, იქიდან გამომდინარე თუ რა სპეციფიკა აქვს ამათუიმ საქმიანობას. ამ ეტაპზე კომნდანტის საათიც, საგანგებო მდგომარეობაც და კარანტინიც მოქმედებს ყველაზე. ვირუსი ვერ ცნობს საქმიანობის სახეობებს, ვირუსი ვერ ცნობს სტრატეგიული დარგის ობიექტს თუ საჯარო მოხელეს თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ყველა სგვჭირდება მაქსიმალურად დავიცვათ დისტანცია ერთმანეთისგან და მაქსიმალურად შვეაკავოთ ვირუსის გავრცელება საქართველოში, ყველა საქართველოს მოქალაქემ უნდა დაიცვას ეს პირობები“, - განაცხადა მაია ცქიტიშილმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)