03:25 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-02 16:15:06, 1077 ნახვა

კომენტარი
თორნიკე რიჟვაძე: ხელისუფლების გადაწყვეტილება, ეკონომიკის სტიმულირებისა და კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში, სწორი და დროულია

საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის პირდაპირი დახმარების თვალსაზრისით 2 მილიარდი ლარი გამოყო.

ასევე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და ასევე 200 მ3-ზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, 3 თვის განმავლობაში - მარტში, აპრილსა და მაისში გადასახადები სრულად დაუფინანსდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებასა და მნიშვნელობასთან დაკავშრებით კომენტარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა - „ეკონომიკა არის გამოწვევის წინაშე. მთავრობა მაქსიმალურად ახორციელებს იმ ინტერვენციებს, რომელიც აუცილებელია არსებული დინამიკის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ეკონომიკის 2 მილიარდიანი დახმარების და  კომუნალური გადასახადების სუბსიდირების ნაწილში სწორი და დროულია.

მთავრობის სწორმა სტრატეგიამ, მათ შორის კომუნიკაციამ, განაპირობა ის, რომ მოსახლეობამ სრულად გაიაზრა რისკები რაც ახლავს ამ ინფექციას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტებით ეკიდებიან ამ შეზღუდვებს".

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ სტრატეგიით და ეფექტური მუშაობით, შესაძლებელი იქნება ინფექციის პიკის გადალახვა და სისტემის რეპუტაციისა და მდგრადობის შენარჩუნება.

თორნიკე რიჟვაძე დარწმუნებულია, რომ მთლიანად გუნდი შეძლებს  გაუმკლავდეს არსებულ გამოწვევას მინიმალური დანაკარგებით და საქართველო იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პანდემიასთან ბრძოლის კუთხით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics