|
2020-04-02 12:18:07, 1649 ნახვა
რეგიონი
წყალმომარაგების კომპანია - რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების წესის დაცვით მიმდინარეობს
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს. ,,კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მშენებლობებს რეგიონებში და უწევს მუდმივ ზედამხედველობას ამ პროცესს. ასევე, ვახორციელებთ ობიექტებზე მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები - ჰიგიენური დაცვის საშუალებები მუშა პერსონალისთვის და როგორ სრულდება სამუშაოები. ასევე, ვაცნობთ იმ დადგენილ წესებს, რაც მშენებლებმა სამუშაოების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ამ ეტაპზე, კონტრაქტორები შეუფერხებლად აგრძელებენ მშენებლობებს ობიექტებზე’’- აცხადებს გიგა მანდარია. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 900 მილიონ ლარამდე ღირებულების 40-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორცილდება
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)