|
2020-03-31 13:36:04, 1254 ნახვა
კომენტარი
პაატა იმნაძე - ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმს მინდა პირსონალური მადლობა გადავუხადო
სოფლის ექიმებზე მინდა ვისაუბრო და პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო, ბოლნისის სოფელ კაპანახჩის ექიმს - ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. მისი თქმით, სწორედ სოფლის ექიმის და ბოლნისის რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის საშუალებით დადგინდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შემთხვევა. „სოფლის ექიმებზე მინდა ვისაუბრო და პერსონალური მადლობა მინდა გადავუხადო, ბოლნისის სოფელ კაპანახჩის ექიმს, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა ყველა ის რეგულაცია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ვებ გვერდზე დევს. მე მისთვის პერსონალური ტრენინგი არ ჩამიტარებია, მაგრამ ჩვენი ვებ გვერდის წაკითხვის შემდეგ შეძლო შემთხვევის ამოცნობა. ასევე ამ რაიონის საზოგადოებრივი ჯანდაცავის ცენტრის დირექტორს, ქალბატონ მაკას, რომელმაც ასევე პერსონალური ტრეინინგის გარეშე ყველა ინფორმაციას ფლობდა და სწორედ ასე შეძლეს მათ ეპოვნათ ერთი ყველაზე მნიშნელოვანი შემთხვევა და კვლავ მათი დახმარებით შევძელით გამოგვეკვლია ყველა ინფიცირებულის კონტაქტები , რომლებიც ათეულობით იყო. საქართველოში, ბოლო მონაცემებით 110 შემთხვევაა დაფიქსირებული 2 200-ზე მეტი ტესტირებულიდან “, - განაცხადა პაატა იმნაძემ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)