04:31 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-30 19:55:40, 1581 ნახვა

კომენტარი
მარინა ეზუგბაია - ბოლო ორი დადასტურებული შემთხვევა ინგლისის კლასტერიდან არის

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ინფექციურში დადასტურებული ბოლო ორი პაციენტის შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, ახალი პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე.

„ბოლო მონაცემებით, დღეს დილიდან იყო 97 და დაემატა 3 დადასტურებყლი შემთხვევა. დამატებული სამი პაციენტიდან 2 ჩვენთან არის დადასტურებული. ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მე მონაცემები არ მაქვს.

ამ ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე, არც სუბიექტურ-ობიექტური მონაცემებით და არც ლაბორატორული. დღეს დასრულდება მათი რადიოლოგიური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება ამის შესახებ მოგახსენებთ ხვალ.

დღევანდელი მონაცემებით მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და უცვლელია. ჩვენ ამ ეტაპზე 31 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. საერთოდ 49 დადასტურებულმა შემთხვევა გაიარა ჩვენ ცენტრში და 17-მა გაჯანმრთელებულმა დატოვა. გაგრძელდება მონიტორინგი იმ პაციენტების, რომელთაც გარკვეულწილად შეუსრულდა დაავადების ხანგრძლივობის ლიმიტი და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემების მიხედვით გაჯანმრთელებაა დამდგარი. თუ ეს დადასტურდება განმეორებითი ტესტირების პასუხით ამის შესახებ შეგატყობინებთ.

დღეს დილას ჩატარდა 6 პაციენტის ტესტირება, დღის მეორე ნახევარში ჩატარდება კიდევ 12 პაციენტზე და ხვალ დილას მოგახსენებთ ტესტირების შედეგებს.

რაც შეეხება პაციენტების მდგომარეობას ჩვენ ცენტრში 4 მძიმე პაციენტია “, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics