|
2020-03-30 12:30:03, 1225 ნახვა
რეგიონი
შუახევში სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო
შუახევის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ მუნიციპალიტეტის სოფლებში მაღალ რისკ ჯგუფში შემავალ პირებს სასურსათო კალათა მიუტანეს. სასურსათო კალათა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს და სარეცელს მიჯაჭვულ პირებს გადაეცემა. დარიგების პროცესს ორგანიზებას უწევენ მოხალისეთა ჯგუფები, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარამდე გამოყო. 7000 ოჯახისთვის შეძენილ იქნა პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. სურსათის დარიგების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 775 მოქალაქეს გადაეცემა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)