საპარლამენტო უმცირესობის წევრები, რომლებმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გუშინ დატოვეს, ფრაქციის სხდომას მართავენ.
„რამდენიმე ვარიანტი არის, მაგრამ ჯერ ერთ სახელზე შეჯერებული არ ვართ“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილმა წევრმა გიორგი ტუღუშმა, ე.წ. უგულავა-ბოკერიას გუნდის მომავალ სახელთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ პარტიიდან წასულთა ნაწილი „მალე გონს მოვა და უკან მობრუნდება“,"თუმცა იქნებიან ისეთებიც, ვინც ამ ნაბიჯს არ გადადგამს.
„ჩამოირეცხეს სისხლიანი ცხრა წელი და გაუდგნენ გზას შუშის კოლბისკენ“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე თანაგუნდელების მიერ პარტიის დატოვებას.
ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი მაშინ დამთავრდა, როდესაც ზუგდიდის საუბარი მოვისმინე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი წევრის გიგი უგულავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი პირველი თავმჯდომარე იყო, თუმცა პარტია მას არ შეუქმნია.
„რა თქმა უნდა დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში“,-ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარტიაში დარჩენილ თანაგუნდელებს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More