|
2020-03-27 11:29:03, 3283 ნახვა
ეკონომიკა
მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა წევრი ქვყნების საბაჟო ადმინისტრაციებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა
ახალი კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის, საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისა და საქონლის გადაზიდვების სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, როგორც წევრი ქვეყანა, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO). ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კუნიო მიკურიამ თავის ვიდეო მიმართვაში უდიდესი მადლობა გადაუხადა წევრი ქვეყნების საბაჟო ადმინისტრაციებს და მათ შორის საქართველოს, ამ რთულ პერიოდში, სწრაფი, სანდო, უსაფრთხო და გამარტივებული საბაჟო პროცედურების დენერგვისთვის, რომლებიც კონტროლის ბარიერების მინიმუმამდე შემცირებით მოხდენენ ქვეყნებს შორის სავაჭრო ბალანსის სწრაფ გაუმჯობესებას. მისი თქმით - „ ჩვენ მივმართეთ, ორგანიზაციის 183 წევრი ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს, რათა მათ გაიზიარონ არსებული გამოწვევები და მიიღონ რჩევები ამ მიმართულებით, კერძოდ; შესაბამისი რისკ-მენეჯმენტის გათვალისწინებით, მოახდინონ საზღვრებზე საქონლის მოძრაობის პროცედურების გამარტივება. ასევე, კომუნიკაციის ფარგლებში, უზრუნველყონ თანამშრომლობა სხვადასხვა სამთავრობო უწყებასთან და კერძო სექტორთან. ამასთან, მსურს უდიდესი მადლობა გადავუხადო და შევაქო თითოეული მებაჟე ოფიცერი და ასევე, მოვუწოდო საბაჟო ადმინისტრაციების ხემძღვანელებს გაატარონ სათანადო ღონისძიებები მათი ჯანმრთელობის დასაცავად. ერთად, ჩვენ გავიმარჯვებთ!" - აღნიშნა კუნიო მიკურიამ. ვიდეო მიმართვა იხილეთ შემდეგ ბმულზე:
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)