21:26 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-20 19:58:18, 256 ნახვა

პოლიტიკა
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა

ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ციხიდან მორიგი წერილი გავრცელა. ყოფილი მაღალჩინოსანი ხელისუფლების მხრიდან მის წინააღმდეგ წარმოებულ პროპაგანდასა და შანტაჟზე საუბრობს და აცხადებს, რომ შექმნილი ვითარების გამო იძულებულია საკუთარი თავი და ოჯახი დაიცვას.

„თავიდანვე მომიწყვეთ ბინძური პროვოკაცია, არაკაცური მახე დამიგეთ, სიტყვაზე გენდეთ, ალალად და ბრმა ნდობით გამოგყევით, მაგრამ თქვენ მომატყუეთ და გადამაგდეთ, გამწირეთ... შედეგად, ხუთი წლის ვადით გამიშვით ციხეში, გუნდის შიგნით არსებული კონკრეტული ჯგუფის მიერ შექმნილი ცრუ აღქმების, წარმოსახვების, შურის, შიშებისა და ეჭვების გამო. აბსოლუტურად უმიზეზოდ გამიმეტეთ და გამწირეთ ციხისთვის. 

ახლა ციხეშიც არ მასვენებთ, მომადექით ამ წერილით და ითხოვთ კორუფციული ბრალის აღიარებას იმ მიზეზით, რომ თქვენს მიერ შემოთვლილი ერთპროცენტიანი რისკიც დააზღვიოთ, რომ პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე... მე არავის არ ვებრძვი, მე ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს; ამიტომ, თქვენ მიერ გადმოდგმულ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ.“

ღარიბაშვილი იხსენებს მის დაკავებასა და 5-წლიან პატიმრობას, რაც, მისი შეფასებით, გუნდის შიგნით არსებული ჯგუფის ცრუ წარმოსახვების, შურისა და ეჭვების შედეგია. იგი ხაზს უსვამს, რომ რვა თვის განმავლობაში დუმილს ინარჩუნებდა ბიძინა ივანიშვილისადმი პატივისცემისა და გუნდის ინტერესების გამო, თუმცა ხელისუფლებამ იგი მოატყუა და „დაუნდობელ სამსხვერპლოზე გაუშვა“.

„ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი უარყოფს ბრალდებებს ღალატთან დაკავშირებით, ხელისუფლებას სიცრუის ტირაჟირების შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ყველა ნაბიჯზე სარკისებურად უპასუხებს.

 





ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics