|
2020-03-27 10:15:05, 2404 ნახვა
ეკონომიკა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის მიერ მოწყობულ საკარანტინო ზონებში, ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საქართველოში დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს. ერთერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა. რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ. „ეგეოსის ავიახაზების" საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს 121 - მა მოქალაქემ დატოვა,მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ. 10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან კიდევ 4 რეისია ჩანიშნული. 26 მარტი - თბილისი - ვენა - თბილისი,31 მარტი - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი, 3 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილსი, 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი. ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი სადაც 4154 ადამიანია განთავსებული.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)