|
2020-03-22 21:20:13, 1694 ნახვა
ეკონომიკა
სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება
"სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით" - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საგანგებო ბიუჯეტის დეტალები, რომელზედაც მიმდინარეობს მუშაობა. "საუბარია დახმარებათა პაკეტზე უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვაზე, მთავრობა შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებზე მუშაობს, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას წარმოადგინის საგანგებო ბიუჯეტი და მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით." - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ და აღნიშნა, რომ ამ კუთხით მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)