|
2020-03-22 00:04:18, 1598 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მოხდება ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე არის ისეთი დარგების სწრაფი განვითარება, რომელიც ჩვენს ეკონომიკურ დამოუკიდებლობას განამტკიცებს - საუბარია იმპორტის ჩამნაცვლებელ დარგებზე. ასეთი ტიპის საქმიანობას ჩვენ ადრეც ვახორციელებდით მაგრამ ახლა კიდევ უფრო რელიეფურად დავინახეთ ამის აუცილებლობა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებული პროცესების დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების გეგმას ეხებოდა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მთავრობა კიდევ უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამუშავებისა და კვების პროდუქტების წარმოებაზე, ასევე პირველადი მოთხოვნილების პროდუქტების წარმოებაზე. „ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ ასევე საექსპორტო დარგებზე, რომლებიც მომავალში დაგვეხმარება, დავუბრუნდეთ იმ აღმავალ ტენდენციას, რომელიც ამ კრიზისში შესვლამდე გვქონდა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)