|
2020-03-21 18:01:45, 1754 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი
პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება ნებისმიერი ნებადართული ეკონომიკური საქმიანობა და არ იზღუდება მშენებლობები, წარმოებები, ტრანსპორტი ანუ ის ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ამ ეტაპზე არ არის შეჩერებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის 10-კაციანი შეკრებების განმარტებისას განაცხადა. მისივე თქმით, რა თქმა უნდა, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ზომების მიღებას, რათა ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელებისგან დავიცვათ. „შესაბამისად, შეუფერხებლად აგრძელებენ მუშაობას წარმოებები. გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მშენებლობები, სატრანსპორტო სექტორის, საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა. ამ მიმართულებით არანაირი განსაკუთრებული ამკრძალავი ნორმის დაწესება არ არის გათვალისწინებული. თუმცა, ცხადია ყველა ამ სექტორმა ჯანდაცვის რეკომენდაციების შესაბამისად უნდა იმოქმედოს და დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები", - აღნიშნა ნათია თურნავამ. რაც შეეხება სასურსათო-საცალო ვაჭრობას და მაღაზიებს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განმარტებით, მათ ეძლევათ მითითება, მაქსიმალურად დაიცვან ყველა აუცილებელი ზომა, რაც რეკომენდირებულია მედიკოსების მიერ - ეს არის სადეზინფექციო საშუალებების აქტიურად გამოყენება, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და მომხმარებლების დისტანცირება. „რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენმა სუპერმარკეტებმა უკვე დაიწყეს ეს პროცესი და სპეციალური მონიშვნები კეთდება, რა დისტანცია უნდა დაიცვან მომხმარებლებმა", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, ამიტომ სასურსათო საქონელზე რაიმე სახის აჟიოტაჟური მოთხოვნის არანაირი საფუძველი არ არსებობს. „ასეთი ქცევა არასწორი რეაქცია იქნება და ამის აუცილებლობა არ არსებობს. ყველაფერი, რაც კეთდება მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუფრთხილდნენ, დაიცვან დისტანცია, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და ეპიდემიის პრევენცია მოვახდინოთ", - განაცხადა ნათია თურნავამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)