|
2020-02-27 17:27:31, 2966 ნახვა
ეკონომიკა
ეკატერინე მიქაბაძე: ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს
„ფასიანი ქაღალდების ბაზარი იზრდება და მნიშვნელოვანია, რომ გამჭვირვალობის მოთხოვნა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ეკატერინე მიქაბაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა. მისი შეფასებით, ფასიანი ქაღალდების ბაზარი ქვეყანაში უფრო და უფრო იზრდება, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაც იყოს გამჭვირვალობის ის ხარისხი, რომელიც სანდოობას შემატებს ბაზარს და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ინვესტორების დაცვის მიმართულებით. ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი რამდენიმე ძირითად საკითს აერთიანებს, მათ შორის - საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტთა და საჯარო წილობრივი ფასიანი ქაღალდების მფლობელთა მიმართ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესაბამისი დირექტივის მოთხოვნებთან დაახლოებას, ასევე ფასიანი ქაღალდების ბაზრის მანიპულაციის და ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვას, დარეგულირებას და ამ საკითხებთან დაკავშირებულ ვალდებულებების დაწესებას. „პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც ეხება ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ზრდის საკითხებს, რაც კანონში აქამდე სათანადო დონეზე არ იყო დარეგულირებული და არ იყო შესაბამისობაში საერთაშორისო საუკეთესო სტანდარტებთან, რაც ასოცირების ხელშეკრულებითაც არის გათვალისწინებული", - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)