|
2026-08-20 22:57:11, 223 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა 2026 წლის „მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების“ პირველი რაუნდის გამარჯვებულები გამოავლინა. საქართველოს ბანკმა სხვადასხვა კატეგორიაში ჯამში 33 ჯილდო მიიღო, როგორც ქვეყნის ასევე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მასშტაბით. დაჯილდოების ფარგლებში, საქართველოს ბანკი საუკეთესო მობილბანკად და ყველაზე ინოვაციურ სამომხმარებლო ციფრულ ბანკად დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ბანკმა ასევე ონლაინ პროდუქტების შეთავაზების, პერსონალიზებული დაკრედიტების, სოციალური მედია მარკეტინგისა და სხვა არაერთი მიმართულებით მიიღო ჯილდო. გამარჯვებულები Infosys-ის, გლობალური საკონსულტაციო-ტექნოლოგიური კომპანიის ჟიურიმ შეაფასა. საბოლოო სია კი Global Finance-ის რედაქტორებმა გამოავლინეს მომხმარებლების მოზიდვის და ციფრული მომსახურების სტრატეგიის სიძლიერის, ციფრული შეთავაზებებით წარმატებით სარგებლობის, ციფრულ არხებში მომხმარებლების ზრდის, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციის დიზაინის და ფუნქციონალურობის და სხვა მიღწეული შედეგების საფუძველზე. „ციფრული ბანკინგი ფინანსური სექტორის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად რჩება. ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციისა და მონაცემთა ანალიტიკის განვითარებასთან ერთად, მომხმარებლების მოლოდინებიც იზრდება - მათ სურთ უფრო სწრაფი, პერსონალიზებული და შეუფერხებელი ციფრული გამოცდილების მიღება. ამასთან, ბანკებისთვის სულ უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, მდგრადობისა და რეგულაციებთან შესაბამისობის გაძლიერება. Global Finance-ის 2026 წლის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოება იმ ფინანსურ ინსტიტუტებს გამოარჩევს, რომლებიც ციფრულ საბანკო მომსახურებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და რედაქტორმა ჯოზეფ ჯიარაპუტომ. Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მინიჭებული ჯილდოებია: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი - სამომხმარებლო სეგმენტი
საქართველო - სამომხმარებლო სეგმენტი
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი – ბიზნესის მიმართულება
საქართველო – ბიზნესის მიმართულება
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)