|
2020-02-26 17:11:02, 1647 ნახვა
ეკონომიკა
სებასტიან მოლინეუსი: საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატიც კიდევ უფრო უმჯობესდება
ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020" სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა საქართველოში მიმდინარე რეფორმები და ბიზნესგარემო შეაფასა მისი თქმით, საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება. „ვფიქრობ, მიმდინარე განათლებისა და ჯანმრთელობის რეფორმები გადამწყვეტი იქნება. მოხარული ვარ, რომ ვხედავ მთავრობის მონდომებას, რაც ხელს შეუწყობს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას. საქართველოში ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატი კიდევ უფრო უმჯობესდება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სხვადასხვა რეიტინგში ძალიან მაღალ პოზიციებზეა, მაინც არსებობს მეტად გაუმჯობესების შესაძლებლობები. დაბოლოს, ქვეყანაში არსებობს ახალი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია, რომელიც ახლახან ამოქმედდა და მთავრობასთან სიამოვნებით ვითანამშრომლებთ ამ მიმართულებით", - აცხადებს სებასტიან მოლინეუსი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში. კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2020"საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით უკვე მეორედ ტარდება. წელს ღონისძიებას 200-მდე მონაწილე და სტუმარი ესწრება, მათ შორის, მონაწილეობას იღებს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი, ვარშავის ეკონომიკური სკოლის პროფესორი, პოლონეთის ყოფილი ვიცე-პრემიერი, ყოფილი ფინანსთა მინისტრი და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ლეშეკ ბალცეროვიჩი.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)