|
2020-02-24 17:20:06, 2452 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ჩერქეზიშვილი - ინვესტორთა საბჭო ხელს შეუწყობს „100 საინვესტიციო შეთავაზების" პროექტის განხორციელებას
ინვესტორთა საბჭოს მთავარი ფუნქციაა საჯარო და კერძო სექტორს შორის დიალოგის ხელშეწყობა და მთავრობისთვის რეკომენდაციების წარდგენა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების კუთხით. ინიციატივა „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" პოტენციურ ინვესტორებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს ბიუროკრატიასთან ურთიერთობას. იმედი გვაქვს, რომ წინადადებები, რომლებიც გამოითქვა კერძო სექტორიდან, იქნება გათვალისწინებული," - განაცხადა ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა საბჭოს წევრი ბიზნეს ასოციაციებისა და მასში გაერთიანებული კომპანიების წარმომადგენლების ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი დუგლაძე და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი. ნათია თურნავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნო ახალი საინვესტიციო პროექტის „100 ახალი საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს", რომლის დროსაც საპრივატიზებო აუქციონებში მონაწილე პირებს სთავაზობენ უკვე გამზადებულ საინვესტიციო პაკეტებს, მათ შორის უძრავი ქონების განვითარების შესაძლებლობას გენერალური განაშენიანების გეგმის გათვალისწინებით. ასევე წინასწარაა მოგვარებული ყველა იურიდიული საკითხი, როგორიცაა შეფასება, ქონების რეგისტრაცია, საზღვრების დაზუსტება და სხვა. ცოტა ხნის წინ პროექტს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების კომპონენტიც დაემატა - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეირჩა და აუქციონზე განთავსდა კომერციულად მიმზიდველი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 100 საბადო. ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და ახალი ინვესტიციების მოზიდვა. „ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და ჩვენს მის განხორციელებას მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)