|
2020-02-21 14:15:33, 2601 ნახვა
ეკონომიკა
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ თურქეთში ევროპის საავიაციო ფორუმში მონაწილეობს
თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში ევროპის ყოველწლიური საავიაციო ფორუმი CONNECT 2020 მიმდინარეობს. რიგით მე-17 ფორუმში 50 ქვეყნის 65 ავიაკომპანიისა და 260 აეროპორტის 650 ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. საქართველოს ფორუმზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს. ფორუმის ფარგლებში ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ბიზნესგანვითარების მენეჯერი ვაკო ჭილაშვილი შეხვდა კომპანიის ძირითად პარტნიორებს და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებს. ასევე, იმ ავიაკომპანიების, რომელთა მოზიდვაზეც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ აქტიურად მუშაობს. ,,დღეს სრულდება საავიაციო ინდუსტრიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფორუმი. უკვე შევხვდით 20 ავიაკომპანასა და პარტნიორ აეროპორტს. სეგმენტურად გვქონდა პრეზენტაციები სამივე საერთაშორისო აეროპროტის შესახებ. ასევე, შეხვედრა გაიმართა აეროპორტების სააგენტოს აღმასრულებელ დირექტორთან, კარენ ბუტოსთან, რომელიც CONNECT -ის დამაარსებელი და ორგანიზატორია. განვიხილეთ ჩვენს კომპანიასთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. კარენ ბუტომ კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ 2 წლის წინ თბილისში ჩატარებული საიუბილეო ფორუმი ერთ-ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი იყო მასპინძლობის და ორგანიზების კუთხით,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა. CONNECT - მასშტაბური საერთაშორისო დონის ღონისძიება წელიწადში ერთხელ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში იმართება. 2018 წლის თებერვალში, რიგით მეთხუთმეტე საიუბილეო ფორუმის მასპინძელი საქართველო იყო. #Connect2018 საავიაციო ფორუმი თბილისში ჩატარდა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)