22:02 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-20 18:47:05, 1282 ნახვა

ეკონომიკა
აკაკი საღირაშვილმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან „შუა დერეფნის" გაციფროვნების შესაძლებლობებზე ისაუბრა

შვედეთში მიმდინარე გაეროს საგზაო უსაფრთხოების მინისტერიალის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილმა შეხვედრა გამართა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან მახტარ დიოპთან.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის განვითარების საკითხები. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, რომელიც აღნიშნულმა ორგანიზაციამ საქართველოს აღმოუჩინა ეკონომიკის განვითარების კუთხით. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე ტრანსპორტის სექტორში.

შეხვედრაზე აღინიშნა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერის შესახებ როგორც საგზაო უსაფრთხოების, ასევე საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის - ე.წ. „შუა დერეფნის" გაციფროვნების მიმართულებით, რომელიც, აკაკი საღირაშვილის შეფასებით, ხელს შეუწყობს აღნიშნული დერეფნის ცნობადობის ზრდას, რაც, თავის მხრივ, მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და დამატებითი ტვირთების მოზიდვაში აისახება.

მაღალი დონის კონფერენცია მიზნად ისახავს მსოფლიოში საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დღეს არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიდგომების განსაზღვრას 2020-2030 წლებისთვის, რაც დაეხმარება ქვეყნებს საგზაო უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის  შემუშავებასა და განხორციელებაში, რათა შემცირდეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული მძიმე შედეგების რაოდენობა. მინისტერიალში 140 ქვეყნის დელეგაცია და 1700-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics