|
2020-02-19 23:01:27, 1645 ნახვა
ეკონომიკა
ვლადიმერ დვორნიკი - საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს
„ჩემი აზრით, ეკონომიკური ურთიერთობების ის პოტენციალი, რომელიც გვაქვს, ამოწურული არ არის - მათი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს, - ამის შესახებ ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ დვორნიკმა მინსკში, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, ბელარუსული მხარე ასევე უზარმაზარ პოტენციალს ხედავს საქართველოს ტერიტორიაზე რძის პროდუქციის არა მარტო რეალიზაციის, არამედ წარმოების თვალსაზრისით. მინსკში, ქართული დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეექვსე სხდომა გაიმართა. კომისიაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა საქართველო-ბელარუსს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და სამომავლო აქტივიზაცია, ასევე თანამშრომლობა ტურიზმის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების, მრეწველობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, რეგიონათაშორისო თანამშრომლობის სფეროებში და სხვა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)