|
2020-02-18 10:29:09, 1829 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - მალაიზიასთან ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობასა და ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზებას ხელს შევუწყობთ
„შეხვედრაზე ჩვენ მოვისმინეთ მალაიზიის მხარის დიდი ინტერესი, საქართველოსთან ურთიერთობა განავითაროს. მნიშვნელოვანია, რომ მათ, ჩვენს მსგავსად, სურვილი აქვთ ყურადღება გაამახვილონ ისეთ პრიორიტეტულ სფეროებზე, როგორიცაა ტურიზმი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ერთობლივი ბიზნესი, განათლება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა . დელეგაციას მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ტან სრი დატო მოჰამად არიფ მდ. იუსოფი ხელმძღვანელობდა. „ჩვენ მალაიზიის პარლამენტის დელეგაციის წევრებს მოვუყევით, რომ განათლება არის ჩვენი მაღალი რანგის პრიორიტეტი - 2022 წლიდან ჩვენი მშპ - ს 6 პროცენტი დაიხარჯება სწორედ განათლების რეფორმასა და განათლების სექტორში, ასევე ვისაუბრეთ იმ საჭიროებებზე, რაც არსებობს პროფესიული განათლების თვალსაზრისით. შევთანხმდით, რომ დავეხმარებით ჩვენს უნივერსიტეტებს, წარმართონ სტუდენტური გაცვლის პროგრამები", - განაცხადა ნათია თურნავამ. კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის შესახებაც ნათია თურნავამ მალაიზიის საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან ისაუბრა, ერთობლივი ბიზნეს ფორუმების მოწყობა და ორივე ქვეყანაში ბიზნეს დელეგაციების ვიზიტების ორგანიზება იყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)