|
2020-02-14 13:39:10, 2805 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი კოვზანაძე: სავალუტო ფონდის პოზიტიური დასკვნა მნიშვნელოვანი გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის
„სავალუტო ფონდის დადებითი დასკვნა, ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, პოზიტიური გზავნილია პოტენციური ინვესტორებისთვის“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდა კვლავაც მყარია. ირაკლი კოვზანაძის თქმით, მაღალი ეკონომიკური აქტივობა რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, რაზეც სავალუტო ფონდი თავის დასკვნაშიც მიუთითებს. მათ შორის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდის ტემპი შენარჩუნებულია. „მიუხედავად ზაფხულში არსებული პრობლემებისა, 2019 წლის ოქტომბერიდან ტურისტული შემოსავლები იზრდება, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა დაკრედიტების მაღალი ზრდა, ასევე გვაქვს კარგი მაჩვენებლები ფისკალური მიმართულებით. პარლამენტი ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად აქტიურად მუშაობს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, გასულ წელს პარლამენტმა მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა ფინანსური სექტორის მდგრადობისთვის, მათ შორის: კანონი „დერივატივების შესახებ“, ასევე კანონი „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ , რომელიც საფინანსო სფეროს, სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. კარგად მუშაობს ე.წ. ესტონური მოდელი და კანონი „დეპოზიტების დაზღვევის შესახებ“, ასევე საპენსიო რეფორმა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სტაბილურ და პროგნოზირებად ეკონომიკურ გარემოს“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)