2015-07-27 20:06:10, 402 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: მუხრანში უძველესი ძეგლები აღდგება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, I-II საუკუნეების ნაქალაქევი სოფელ ძალისში, ნიკო ბურის სასახლე და მუხრანის კარის ეკლესია, ინვესტორებისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით აღდგება.
ღარიბაშვილი ახალ საინვესტიციო პროექტებს და მუხრანის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოტენციალს გაეცნო.
საინვესტიციო პროექტებზე „შატო მუხრანის“ დამფუძნებელი ფრედერიკ პოულსენი მუშაობს, რომელმაც მთავრობის მეთაურს მუხრანისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალის განვითარების შესახებ საინვესტიციო პრეზენტაცია წარუდგინა.
ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ისტორიული ძეგლების რეკონსტრუქცია-რესტავრაციის შემდეგ მუხრანი ტურისტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველ ადგილად გარდაიქმნება.
პრემიერ-მინისტრთან ერთად დღეს მუხრანში ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია იმყოფებოდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან