|
2019-12-26 18:48:08, 1529 ნახვა
ეკონომიკა
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ საქართველოს უნივერსიტეტების სტუდენტებსა და ინოვაციების სააგენტოს ბენეფიციარ სტარტაპებს შორის სტაჟირების პროგრამა დაიწყო. სტაჟირების პროგრამა გულისხმობს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ფასილიტაციით GITA-ს ბენეფიციარ სტარტაპ კომპანიებისა და სხვადასხვა უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტების დაკავშირებას სტაჟირების პროგრამის საშუალებით. ამ ეტაპზე 53 ვაკანსიაა წარმოდგენილი, რომელსაც 16 სტარტაპი სთავაზობს სტუდენტებს, სტაჟირების პროგრამა სამ თვეს გაგრძელდება. სტაჟირების პროგრამაში შემდეგი სტარტაპები მონაწილეობენ: VRex Immersive; Lingwing; My Drug App; TTM; Pulsar AI; Elven Technologies; LiveCaller; Logmind; BIZON; B2C.GE; kalo.ge (traktor); Nasta; Travel Guide App; Anti-Gaming Studio; RNSEED Fabrik; Wandio. სტაჟირების პროგრამის მიზანია, გაზარდოს სტარტაპ ეკოსისტემაში ჩართული ადამიანების რიცხვი, ხელი შეუწყოს ეკოსისტემაში ახალგაზრდა ინოვატორების ჩართვასა და არსებული სტარტაპ კომპანიების განვითარებას, მოახდინოს ანტრეპრენერული მიდგომების პოპულარიზება, განავითაროს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან მუშაობის უნარი უნივერსიტეტის სტუდენტებში და ხელი შეუწყოს მათ სამომავლო ინტეგრაციას შრომით ბაზარზე. სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობას მიიღებენ სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)