|
2019-12-19 20:05:06, 2271 ნახვა
ეკონომიკა
ბაზრის ტერიტორიაზე მოვაჭრე ფიზიკური პირები სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან 2022 წლამდე გათავისუფლდნენ
ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონალური სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის დახლიდან, 2022 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან. საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. ცვლილება არ ეხება ფიზიკურ პირს, რომელსაც მინიჭებული აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი ან დარეგისტრირებულია/ვალდებულია დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. შეგახსენებთ, საგადასახადო კოდექში 2017 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული ცვლილებების შედეგად განსაზღვრული იყო, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე ვაჭრობის განმახორციელებელი ფიზიკური პირი ვალდებული იყო საქონლის მიწოდებისას გამოეყენბინა საკონტროლო-სალარო აპარატი. თუმცა, დღეს მიღებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ზემოხსენებულ ვადაში კანონის ამოქმედება აუცილებლად გამოიწვევდა მთელ რიგ პრობლემებს და ძირითადად დაზარალდებოდნენ რიგითი მოვაჭრეები, ვინაიდან რეგულაციების რეალურად ამოქმედებისათვის საჭირო იყო გარკვეული მომზადება და შესაბამისი სამუშაოების ჩატარება, რაც დამატებით დროს მოითხოვდა. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორი ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გია ჟორჟოლიანია.
უკრაინამ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც მოსკოვის აეროპორტები 1000 დრონის გამოყენებით სრულად იქნება პარალიზებული.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)